Friday 24 April 2009

ფსევდონიმი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,შეცდომით წოდებულს" ,,ფსეუდოს" - ტყუილი, ,,ონომა" - სახელს.ფსევდონიმს ხშირად ატარებენ მწერლები, ჟურნალისტები, პოლიტიკური მოღვაწეები, მსახიობები და სხვა, ფსევდონიმი ხშირად ცვლის ნამდვილ გვარ-სახელს.ფსევდონიმით სარგებლობდნენ სხვადასხვა მიზნით:ცენზურისათვის თვალის ასახვევად,არაკეთილხმოვანი გვარის დასამალავად,თანამოგვარეებთან გამოსარჩევად და სხვა.
ფსევდონიმი შეიძლება ლიტერატურული მისტიფიკაციის ერთ-ერთ სახეობად ჩაითვალოს. ზოგიერთ ავტორს ძირითადის გარდა კიდევ რამოდენიმე ფთ-ერთ სახეობად ჩაითვალოს. ზოგიერთ ავტორს ძირითადის გარდა კიდევ რამოდენიმე ფსევდონიმი ჰქონდა(ლენინს-150,ვოლტერს160-ზე მეტი და სხვა.ზოგჯერ ფსევდონიმს უმატებენ გვარს. არის კოლექტიური ფსევდონიმებიც, ზოგჯერ ფსევდონიმი მიგვანიშნებს პიროვნების ეროვნებას (ლესია უკრაინკა,იეთიმ გურჯი),დაბადების ადგილს (შ.არაგვისპირელი)
პირველად ფსევდონიმის გამოყენება გვხვდება ჯერ კიდევ V-IV სს. ძველი წელთ აღრიცხვით. არისტოფანე საკუთარ პიესებს სცენაზე დგამდა თანამედროვეების,კომიკოსი პოეტების - ფილონიდესა და კალისტრატეს სახელებით, თუმცა მაყურებელმა იცოდა, რომ ავტორი არისტოფანე იყო.

ხელთუბნის საჯარო სკოლის XI ბ კლასელებმა პედაგოგ თამილა ყანდორელაშვილისა და ბიბლიოთეკარ ესმა თანდიაშვილის დახმარებით მოიძიეს ინფორმაცია ცნობილ მოღვაწეების ფსევდონიმებზე.

ათათურქი-მუსტაფა ქემალ ფაშა
თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი
( 1923-1958)



ათათურქი,მუსტაფა ქემალფაშა დაიბადა 1881 ,წ 10 ნოემბერს სალონიკში მოხელის ოჯახში . 1905 წელს დაამთავრა სტამბულის გენერალური შტაბის აკადემია , და კაპიტნის წოდება მიიღო. 1908 წელს მონაწილეობდა ახალგაზრდა თურქთა რევოლუციაში, ხოლო 1911 - 1912 წლებშიიტალია-ოსმალეთის და 1913 წელს ბალკანეთის მეორე ომში. 1913-1914 წლებში იყო ოსმალეთის სამხედრო ატაშებულგარეთში, საიდანაც მოქმედ არმიაში გადაიყვანეს. I - მსოფლიო ომში 1914-1918 ქლებში გენერალის წოდებით იბრძოდა სხვადასხვა ფრონტზე.
I - მსოფლიო ომში ოსმალთა დამარცხებისადა ანტანტიის ქვეყნების მიერ მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპაციის შემდეგ მუსტაფა ქემალი მოუწოდებდა სულთან მეჰმედ VI-ს ოკუპანტთა წინააღმდეგ ბრძოლისკენ.1919წლიდა იგი სათAვეში ჩაუდგა თურქი ხალხის ეროვნული განმანთავისუფლებელ ბრძოლას. ქემალისტებმა სტამბულში მყოფი ანტანტიის მონა-მორჩილი სულთანის ხელისუფლება ჩამოგდებულად გამოაცხადეს. საპასუხოდ ანტანტამ ქემალისტებს საბერძნეთის ჯარები დაუპირისპირა. ( საპასუხოდ ანტანტამ ) ქემალისტებს დაეხმარნენ ანტანტით უკმაყოფილო ბოლშევიკები. თურქეთსა და საბჭოთა რიუსეთს შორის დაიდო ხელშეკრულებები 1921 წ 16 მარტს მოსკოვის ხელშეკრულებით ქართველი და სომეხი ხალხის დაუკითხავად ვ. ი. ლენინმა თურქწთს დაუტოვა 23.600კმ ფართობს ქართულ-სომხური ტერიტორია, რომელიც იმ დროისათვაის რუსეთის იმპერიისათვის შემადგენლობაში შედიოდა და ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტში ქემალისტთა ჯარებს ეკავა.
ქემალისტებმა არათუ სცნეს ეროვნულ უმციერსობათა, მათ შორის ლაზ-ქარატველების ეროვნულ-კულტურული თვით გამორკვევის ავტონომია,არამედ მიზნად დაისახეს მათი გათურქება . საბჭოთა რუსეთისგან ზურ გამაგრებული ქემალისტების არმია 1922 წ აგვისტოში შეტევაზე გადავიდა 18 სექტემბრისათვის საბერძნეთის ჯარის განდევნა დასრულდა .
1920 წ 23 აპრილს ანკარაში მოწვეულ იქნა ეროვნული კრება მეჯლისი,რომელმაც მუსტაფა ქემალ ფაშა აირჩია პარლამეტისადა მთავრობის თავჯდომარედ. იმავე დროს იგი სათავეში ჩაუდგა შეიარაღებულ ძალებს.
1923 წ დიდმა ეროვნულმა კრებამ თურქეთის დედა ქალაქად ანკარა გამოცხადდა, ხოლო თურქეთი- რესპუბლიკად. რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტად მუსტაფა ფაქემალი აირჩიეს.
1934 წ შემოღებული იქნა კანონი გვარის შესახებ,რასაც მოჰყვა ძველი ტიტულების-ფაშა,ეფენდი, ბეიაღა- გაუქმება.ამ კანონის მიღების შემდეგ მუსტაფა ქემალს სამშობლოსა და თურქი ხალხის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის მეჯლისმა ათათურქის გვარი უბოძა ათათურქი კი თურქთა მამას ნიშნავს თურქეთის რესპუბლიკაში ათათურქის პრეზიდებტობის პერიოდში გატარდე მთელი რიგი რეფორმები.
შემოღებული იქნა ევროპული კალრნდრი და წელთაღრიცხვა, ევროპული ნიშნის სამოქალაქო კოდექსი რასაც მოჰუვა მრავალ ცოლიანობის გაუქმება, გაჩაღდა ბრძოლა ჩადრის წინააღმდეგ ; არაბული ანბანი შეიცვალა უფრო მარტივი ლათინური ანბაბით. ქალებმა მოიპოვეს პარლამენტში მონაწილეობისა და დაუმაარლესი განათლების მიღების უფლება.
თურქეთის რესპუბლიკა ახორციელებდა იმ პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებდა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას. თურქეთის პირველ პრეზიდენტის სავარძელი გარდაცვალებამდე ეკავა ათათურქს. იგი გარდაიცვალა 1938 წ დაკრძალულია სტამბოლში.


ეგნატე ნინოშვილი (1859-1894)

გამოჩენილი მწერალი, თავის ეპოქის მესაიდუმლე, დიდი რეალისტი-ეგნაყე თომას -ძე ნინოშვილი (ეგნატე ინგოროყვა მისი ნამდვილი გვარი)დაიბადა 1859 წლის 5 დეკემბერს,სოფელ ჩირგვეთში (ლანჩხუთის რაიონი) ღარიბ ოჯახში.
ეგნატე ექვსი წლის იუო, როცა დედა გარდაეცვალა.ობლად დარჩენილი ბავშვის აღზრდა მამიდა ნინომ იკისრა.ობოლ ეგნატეს ნინო დედობრივ მზრუნველობას უწევდა. მანვე შეასცავლა წერა- კითხვა მომავალ დიდ მწერალს. ეგნატეს თავის მამიდა იმდენად უყვარდა ,რომ ლიტერატურული ფსევდონიმისთვის სწორედ მისი სახელი აირჩია.
ეგნატე ნინოშვილმა ბავშვობა მეტად გაჭირვებულად გაატარა; 9 წლის იყო როდესაც მღვდლის ოჯახში მიაბარეს მოჯამაგირედ, ხოლო შემდეგ კი ქ. ფოთში ხე-ტყის ვაჭართან დააყენეს. აქ პატარა ეგნატეს მეტად ცუდად ეპყრობოდნენ. იქ იმდენად აუტანელი იყო მისი მდგომარეობა რომ ბიძა იძულებული იყო სოფელში წაეყვანა. 1871-1875 წლებში ეგნატე იმყოფებოდა სოფელშიმწუემსავდა ძროზხებს და თან დადიოდა სკოლაში. სოფლის სკოლაში ეგნატემ სწავლის იშვითი ნიჭი და უნარი გამოავლინა. 1876 წელს შევიდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში გამეფებული იყოსასტიკი რეჟიმი.მოწინავე იდეებს სდევნიდნენ. ეგნატე ნინოშვილის მეთაურობით მოსწავლეებმა დაიწყეს ბრძოლა სასწავლებელში გამეფებული რეჟიმის წინააღმდეგ,რის გამოც ეგნატე სასწავლებლიდა გამორიცხეს.ეგნატე ბევრს ეცადა კვლავ დაბრუნებულიყო სასწავლებელში, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან ქიქოძე ყოველთავის წინააღმდეგობას უწევდა , როგორც ,, არაკეთილსაიმედო პიროვნებას.
ენერგიული, ნიჭიერი ეგნატე ძლევს დაბრკოლებებს, მთელი მონდომებით ეწაფება ცოდნას აწავლობს დამოუკიდებლად და 1879 წელს წარმატებით აბარებს გამოცდებს სოფლის მასწავლებლობაზე. ამის შემდეგ იგი იწყებს მასცავლებლობას სოფ. ჩოჩხათში. მასწავლებლობა ეგნატეს არ აკმაყოფილებ,მას მოსვენებას არ ძლევს აწავლის გაგრძელების წყურვილი. დაახლოვებით ორი წლის შემდეგ ეგნატე თავს ანებებს მასწავლებლობას და ოცნებობს სწავლის გაგრძელებაზე, მაგრამ ეგნატეს ეს ოცნება განუხორციელებელი აღმოჩდა. იგი კვლავ უბრინდება სამსახურს ლუკმა-პურის შოვნისათვის მუშაობს ტელეგრაფისტად, ხოლო შემდეგ 1884 წელს ასოთ-ამწყობად თბილისის ერთ-ერთ სტამბაში.
მეგობრობის დახმარებით ეგნატე 1886 წელს აწავლის გაგრძელების მიზნით მიემგზავრება საფრანგეთში ქ. მონპელში, მაგრამ კვლავ საშინელმა მატერიალურმა გაჭირვებამ აიძულა იგი დაეტოვებინა საფრანგეთი და თავის სოფელს დაბრუნებოდა . საზღვარ გარეთიდა დაბრუნების შემდეგ ეგნატე თავად გურიელის მდივნად მუშაობს.
ეგნატე ნინოშვილი თავს ანებებს გრიგოლ გურიელთან მდივნობას, რის შემდეგ დღიურ მუშად მუშაობს ბათუმში. სადაც იგივე გაჭირვება, ცხოვრების აუტანელი პირობები დახვადა. 1889 წლის ოქტომბრის დამდეგიდან 1890წლამდე მუშაობდა როტშლიდის ზავოდში.
ბათუმში შავ მუშაობის დროს ეგნატე ნინოშვილმა გაიცნო მუშათა ცხოვრება, დაუახლოვდა მუშათა პირველ რევოლუციურ წრეებს და თვიტონაც ჩაება ამ წრეების მუშაობაში. 1890 წლიდა ეგნატე ნინოშვილი მსახურობდა შავი ქვის მრეწვწლ ღოღობერიძის კანტორაში, მაგრამ არც აქ დახვდა ცხოვრების კარგი პირობები. მრავალ წლის ტანჯულ ცხოვრების შემდეგ ეგნატე ჭლექით დასნეულდა. ავადმყოფობა თანდათან ასუსტებდა მის ტანჯულ სხეულს. მალე ღოღობერიძის კანტორა თავი დაანება. ერთხანს იმოგზაურა ჩრდილო კავკასიაში. 1892 წელს დაბრუნდა თბილიში ფიზიკურად დაუძლურებული.ბ მიუხედავად ასეთი მძიმე პირობებისა, ეგნატე ნინოშვილს არ შეუნელებია ბრძოლა ცხოვრების უკუღმართობისა და უსამართლობის წინააღმდეგ. ის სულიერად არ დაცემულა. იგი იჩენს მტკიცე ნებისყოდას შლის ნაყოფიერ შე3მოქმედებითმუშაობასა და ქართულ მხატრულ ლიტერატურას ამდიდრებს შესანიშნავი ნაწარმოებითა და მხატრული სახეებით. ეგნატე ნინოშვილის კალამს ეკუთვნის ,, ჯანყი გურიაში'' სიმონა უცნაური სენი, ,,პალიასტომის ტბა '' გოგია უიშვილი , ჩვენი ქვეყნის რაინდი და სხვა მოთხრობები და პუბლიცისტური წერილები.
ეგნატე ნინოშვილი თავის მოთხრობებში ოსტატურად ასახავს გლეხობის დუხჭირ ცხოვრებას, მშრომელთა მოძრაობის მკვეთრ სურათებს სოფლად გამწვავებულ კლასობრივ ბრძოლას, სტიქიურ აჯანყებებს, გლეხობის ,,ყაჩაღ '' გავარდნას დასხვ. გლეხობის ეკონომიური მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა.
კაპიტალიზმის განვითარებით კიდევ უდრო გაძლიერდა ადამიანის მიერ ადამიანის ჩაგვრა, ექსპლოატაცია. თავად აზნაურთა თარეშს დაემატა ჩარჩების, ვაჭრების, მევახშეების მიერ შეუბრალებელი ყვლეფა- მოტყუება.
მშრომელთა გლეხობამ კარგად იცოდა, თუ ვინ იყო მათი მჩაგვრელი სულთა მხუთავი. გლეხობაში თანდათან იზრდება და ძლიერდება შეგნება რომ საჭიროა სოფლის მყვლეფლები, თავად- აზნაურები, მოხელეები, ცხოვრების წურბელები, თავიდან მოიშორონ.; მაგრამ რადგან მაშინ მშრომელ ხალხს ჯერ კიდევ არ ჰყავდა თავისი უშუალო ხელმძღვანელი რევოლუციური პროლეტარული პარტია, მისი გულის წყრომა, ბოღმა ჭირი და ვარამი ხშირად სტიქიური აჯანყებისა და ინდივიდუალური ტერორის სახით იჩენდა ხოლმე თავსკლავდნენ მეფის მოხელეებს ან თვადების მემამულეებს და ტყეში აფარებდნენ თავს . მეფის ,მთავრობა კი ამ ურჩობისათვია სასტიკად უსწორდებოდა გლეხებს და ცალკეულ მებრძოლებს.
ეგ. ნინოშვილის მოთხრობებში ასახულია გლეხობის სწორედ ის ტანჯული და მღელვარე ცხოვრება.ისტორიულ სინამდვილეზე ააგო ეგნატე ნინოშვილმა დიდი სოციალური რომანი ,, ჯანყი გურიაში '' ,,როსტომა მეჯიხურე '' ,, პეტრია მჭედელი '' აზნაური ივანე '' და სხვ. დიდი რეალისტი მწერალის მიერ ნაჩვენებია სოციალურ-კლასობრივი ფონზე, როგორც სოციალურიფენების წარმომადგენლები.მათ აზრებში, ხასიათებსა და მოქმედებებშიჩაქსოვილია მაშინდელი ცხოვრების მწარე სინამდვილე.
ეგ. ნინოშვილის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა ,, სიმონაა '' სადაც სოციალურ ფონზე დიდი მხატვრული დამაჯერებლობით არის გადმოცემული კლასობრივბი ბრძოლის მძაფრი შედეგები, ეგ ნინოშვილი უდუდესი სიყვარულით ხატავს მებრძოლი ადამიანების სახეებს. ცხოვრების მძიმე პირობებმა გაანადგურა ნიჭიერი მწერლის ჯანმრთელობა.ჭლექით დაავადებული ეგნატე ნინოშვილი ფიზიკურად თანდათან დაუძლურდა და გარდაიცვალა 1894 წლის 12 მაისს. იგი დაკრძალულია თავის მშობლიურ სოფელში...

იოსებ ბესარიონის ძე სტალინის ნამდვილი გვარი ჯუღაშვილი იყო.მისი გვარი მომდინარეობს ძველი ქართული სიტყვიდან ,,ჯუღა”,რაც ,,ფოლადს” ნიშნავს და ამით იხსნება ფსევდონიმი ,,სტალინი” რაც ,,სტალ”რუსულად ,,ფოლადს” ნიშნავს,დაბოლოვება
,,ინ” კი გავრცელებული იყო ბოლშევიკებში.მას ვლადიმერ ლენინიც იყენებდა. სტალინის ფსევდონიმით იოსებ ჯუღაშვილმა პირველად ხელი მოაწერა 1913წელს. გარდა ამ ფსევდონიმის სტალინს ჰქონდა სხვა ფსევდონიმებიც როგორიცაა: კობა, სოსელო, დავითი,ივანე.
იოსებ ჯუღაშვილი დაიბადა 1879 წელის 21 დეკემბერს თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში.მისი მამა ბესარიონ ჯოღაშვილი ეროვნებით ქართველი, იყო თბილისის გუბერნიის სოფელ დიდ ლილოდან.იგი პროფესიით მეჩექმე იყო და თბილისში ადელხანოვის ფეხსაცმლის ფაბრიკაში მუშად მუშაობდა. სტალინის დედა ეკატერინე გელაძე სოფელ ღამბარეულის ყმა_გლეხის ოჯახიდან იყო.სტალინის მშობლებმა1874 წელს იქორწინეს.
1888წელს სტალინი გორის სასულიერო სასწავლებელში შევიდა,რომელიც 1894წელს დაამთავრა.იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის მართმადიდებელთა სასულიერო სემინარიაში.
სტალინი 15 წლის ასაკიდან ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში.1899წელს რევოლუციური
საქმიანობის გამო სემინარიიდან გარიცხეს,რის Eშემდეგაც არალეგალური ცხოვრება დაიწყო
და პროფესიონალი რევოლუციონერი გახდა. სტალინი ლექსებსაც წერდა.მისი ლექსებია:
,,დილა,” ,,თავად რაფიელ ერისთავს, ” და სხვა.ლექსი ,,დილა,,'''' სოსელოს ფსევდონიმით გამოაქვეყნა.
1905 წელს პირველად შეხვდა ლენინს.1905_1907 წლებში რევოლუციის აქტიური მონაწილე
იყო ამიერკავკასიაში. რევოლუციური საქმიანობის გამო არა ერთხელ იყო დაპატიმრებული
და გადასახლებული ციმბირში.
სტალინმა დიდი როლი ითამაშა 1917 წელს ოქტომბრის შეიარაღEბული აჯანყების მომზადებაში და სამოქალაქო ომის წლებში.
1928წელს სტალინის ინიციატივით შეიქმნა 5 წლიანი გეგმა, რომლის შესრულებასაც საბჭოთა კავშირი თანამედროვე ინდუსტრიულ ქვეყნად უნდა ექცია.
ქვეყანაში დოვლათის შესაქმნელად სტალინმა სოფლის მეურნეობის გარდაქმნაც გადაწყვიტა. გლეხებს მოუწოდებდნენ თავიაანთი პატარა ნაკვეთები კოლექტიური მეურნეობისათვის, ე.წ კოლმეურნეობისათვის გადაეცათ. კოლმეურნეობაში შrომის სანაცვლოდ გლეხი ჯამაგირს იღებდა,ხოლო მოსავალს მთავრობა ყიდულობდა შeსაბამის
ფასად.
სტალინის ქვეყანა მეორე მსოფლიო ომში ჩაება1941 წლიდან, მას შემდეგ რაც ფაშისტური გერმანია ომის გამოუცხადებლად, მუხანათურად თავს დაესხა საბჭოთა კავშირს.დეკემბერში
გერმანელებმა მოსკოვამდე მიაღწიეს, მაგრამ სტალინი როგორც ქვეყნის მეთაურისა და
თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის გონივრული გადაწყვეტილების გამო,
მტერმა უკან დაიხია.ომის საერთოO ხელმძღვანელობას წარმართავდა სტალინი.მრავალი სასტიკი ბრძოლის შემდეგ საბჭოთა არმიამ გერმანელები აღმოსავლეთ ევროპიდან განდევნა.
1945 წელს აპრილში საბჭოთა ჯარები გერმანიის დედექალაქ ბერლინში შევიდნენ,რის გამოც ჰიტლერმა თავი მოიკლა. 8 მაისს გერმანიამ ბრძოლა შeწყვიტა და უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერა ხელი. ეს წარმატება სტალინმა იმისაTვის გამოიყენა,რომ საბჭოთა კავშირი მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნად ექცია.
ომის პერიოდში სტალინი მოკავშირეებთან ერთად მონაწილეობდა თეირანის (1943 წ), ყირიმის (1945 წ) და პოტცდამის (1945 წ) კონფერენციებში. ''
სტალინს მინიჭებული ჰქონდა სოციალური გმირის (1939წ), საბჭოთა კავშირის გმირის (1945), საბჭოთა კავშირის მარშლის (1943) წოდებები. მას 1945წ.მიენიჭა აგრეთვე უმაღლესი სამხედრო წოდება, საბჭოთა კავშირის გენერალ სინუსსის წოდება.დაჯილდოვებული იყო მრავალი ორდენითა და მედლით.
სტალინი გარდაიცვალა 1953წ 5 მარტს მოსკოვში, დაკრძალულია წითელ მოედანზე.

ჩემი პორფოლიო

ოლიმპიური თამაშები